თეიმურაზ I

   
თეიმურაზ I. მეუღლესთან ხორეშანთან ერთად (კასტელის ნახატი) 
 თეიმურაზ I
 დაიბადა  1589 წ. იგი კახეთის მეფეთ 1606-1648 და ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. იყო იგი 16 წლის იყო რომ გამეფთა,  მაგრამ მისი მცირე წლოვანების გამო სამეფოს დედამისი ქეთევანი მართავდა. 1607 თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 გარდაიცვალა. მან 1612 წელს ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და ხორეშანი შეირთო. 1614 წელს ირანის შაჰ აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული იყო ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. 1615 კახეტში ანტირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს.
     სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. გიორგი სააკაძის მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. შაჰ-აბას I-მა მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო.
     
ირანის შაჰის ბრძანებით როსტომ ხანმა კახეთში კვლავ გამეფებული თეიმურაზ პირველი დაამარცსხა და კახეთიდან საბოლოოდ გააძევა (1648)წელს. თეიმურაზ I ამ მძიმე პირობებში იმედის თვალს რუსეთს მიაპყრობდა. მან ჯერ კიდევ კახეთში ყოფნისას, 1639 წ. განაახლა რუსეთის ერთგულების „ფიცის წიგნი’’.იმერეთში გადახვეწისშემდეგ არაერთი ელჩობა მიავლინა რუსეთში.მისი ინიციატივით, რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცაიმერეთის მეფე ალექსანდრემაც, ხოლო 1653 წ. მოსკოვში თავისი შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი გაგზავნა.
    1656 წ. კახეთი როსტომს ჩამოართვეს და სამართველოდ განჯის ხანს  გადასცეს. შაჰის ბრძანებით. 
         კახეთში მომთაბარე თურქთა ტომების ჩამოსახლება იწყეს ააგეს ციხეები, სადაც ყიზილბაში მეციხოვნები ჩააყენეს, განსაკუთრებით გააამაგრეს ბაგრატიონის ციხე. ასევე ციხეთ აქციეს ალავერდის ცნობილი ტაძრის გალავანი. ალაზნის და ივრის ნაყოფიერი ველები გადამთიელებმა დაიკავეს.ეს დიდი უბედურება იყო ქვეყნისთვის.
   ქართველმა  ხალხმა  კარგათ იგრძნო ის დიდი რაც მათ ემუქრებოდათ განსაკუთრებით შფოთავდნენ კახეთის მთიელები-თუშ-ფშავ-ხევსურები. მათ ელჩობაც კი გაგზავნეს რუსეთში და რუსეთის მეფეს დახმარება სთხოვეს.
    1658 წელს იმერეთიდან რუსეთში გაემზავნა თეიმურაზ
I_იც და მოსკოვს შექმნილი ვითარება აცნობა, მაგრამ რუსეთის მართველმა წრეებმა არც ამჯერად ჩათვალეს საჭიროდ დახმარება, შექმნილი ვითარება დაუყოვნებლივ დახმარებას მოითხხოვდა.
    ბახტრიონის ამ გმირულ ეპოპეას უძღვნა თავისი შსანიშნავი პოემა ვაჟა-ფშაველამ,  ხოლო აკაკი წერეთელმა ეს ამბები აღწერა თავის მოთხრობაში „ბაში აჩუკი’’

     1661 წელს ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქარტველებმა ჩამოიტანეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს

No comments:

Post a Comment